მომღერალი, მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა. იგი პირველ საუნივერსიტეტო საავადმოფოშია მოთავსებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული და ოპერაცია ჩაუტარდა.
„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის, მამუკა ონაშვილი დღეს ავტოკატასტროფაში მოყვა.