გურიაში თხილის მოსავლის ჩაბარება უკვე ერთი კვირაა, დაიწყო. ოზურგეთში ორ კილოგრამ თხილს ორ ლარად იბარებენ. მოსახლეობა ფასით უკმაყოფილოა და თხილის მიმღებ პუნქტებს მოუწოდებენ, თხილს ფასი მოუმატონ. ერთ-ერთი მათგანია პედაგოდი, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა გორდელაძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
”დავიწყე თხილის კრეფა.
გაძლევთ ერთ კვირას დროს- თხილის სატეხ საწარმოებს და გურიაში რომ თხილის ფასს “აკონტროლებთ” იმ შემადგენლობას…ფასი მოუმატეთ თხილს!
თორემ, თორემ, აქციები გარანტირებული გაქვთ.
რაცხა ორი კეკალი თხილის შემხედვარე ვართ აი გაჭირვებული ერი…იხეიროს ბიზნესმა ბატონო, მარა გვახეირეთ ჩვეენც.
ბიჯოოს!” – წერს გორდელაძე.