ჩრდილოეთ კოსოვოში, მიტროვიცაში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. ქალაქში სირენები ჩართო. შეტაკების ზონაში სასწრაფო დახმარების უამრავი მანქანა გამოჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ამავე ინფორმაციით, სერბები ბარიკადების აგებას იწყებენ, კოსოვოს სპეცრაზმმა კი საზღვარი გადაკეტა.
როგორ დაიწყო ინციდენტი, ჯერჯერობით უცნობია.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა უკვე განაცხადა, რომ სერბეთი „არასდროს ყოფილა იმაზე რთულ ვითარებაში ვიდრე დღეს არის.
მან მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ მათ არ სურთ მშვიდობის შენარჩუნება, სერბეთი გაიმარჯვებს“.