საქართველოში, რუსეთიდან ჩამოსული ოკუპანტი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „რუსეთი ოკუპანტი არაა და აფხაზეთი და ოსეთი თავისუფალი ქვეყნებია“.
„რუსეთიდან ჩამოვედი, ძალიან დიდი ნაკადია საზღვარზე. 11 საათი ვიდექი ლარსზე, მაგრამ მაინც ჩამოვედი“, – აცხადებს საქართველოში ჩამოსული რუსი ოკუპანტი.
კითხვაზე, „აქვს თუ არა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული?“ ამბობს, რომ „არ აქვს“.
მისივე თქმით, „აფხაზეთი და ოსეთი თავისუფალი ქვეყნებია“.