“ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია,” – ამის შესახებ
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხში წერს.
“ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის [თეთრი სახლის სპიკერი] ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის, – წერს გერაშენკო.