ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის რუსეთში მოღვაწეობის გაგრძელებას და ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად მის დანიშვნას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში. მთავარი არხის ჟურნალისტმა მაიკო ლომიძემ პრიმა ბალერინას ამ გადაწყვეტილებას ბრწყინვალე კარიერის სამარცხვინო დასასრული უწოდა და ანანიაშვილის მიერ, საქველმოქმედო აქციისთვის გადაცემული პუანტები სანაგვე ურნაში გადაყარა. მაიაკო ლომიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იქვე ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ის პრიმა ბალერინას პუანტებს ურნაში ყრის. „რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998წ უცეკვია. ერთი ბიჭი გამომყვა კაი ხანს ვაჭრობაში, მაგრამ არ დავუთმე და ყველაზე ძვირფასი ლოტი მე დამრჩა. მას შემდეგ კარადაში ვინახავდი, მათ გამოსაფენად შესაბამისი თარო, ნიშა, დისპლეი აქამდე ვერ მოვიფიქრე. ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი ო, როგორ დამენანა! პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული. რუსეთი ოკუპანტია! ყველა კოლაბორაციონისტი – ნონ გრატა! ხოლო ზოგიერთი – PRIMA NON GRATAE!“ – წერს მაიკო ლომიძე.