აბიტურიენტებო, ამ ინფორმაციას აუცილებლად გაეცანით

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს, პირველ აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების შედეგები.

შედეგის გასაგებად გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx და შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share