ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე სოცქსელში წერს:
„მიშას გარშემო ზოგადად რაც ხდება ყველა გონიერი ადამიანი ნათლად ხედავს.ბოლო ორი დღე რასაც ვხედავთ ეს ბუნებრივი რეაქცია შიშია.როდესაც მოცემულობა იცვლება, განსაკუთრებით ეს რომ ეხება შენს შემოსავალს, “ სახელს” და ზოგ შემთხვევაში პარაზიტულ / მავნებლურ( არც თუ ისე იშვიათად) ცხოვრებას ეს მტკივნეულია და რეაქციაც ბუნებრივია.ახლა შალვაზე: რაც გავიცანი იმ დღიდან საქმით არის დაკავებული, მისი ყველა სიტყვა და მოქმედება გაანალიზებული, მოწონებული და შეთანხმებულია. შალვა მაღალი დონის პროფესიონალი და საქმის მცოდნეა. შედეგს ყველა ერთად ვნახავთ საქმე ეხება მიშას სიცოხლეს. დანარჩენი ლირიკაა (ზოგიერთ შემთხვევაში თავკერძა ვირეშმაკობაც).მიშას ინტერესებს იცავდა და იცავს შესანიშნავი იურისტების ჯგუფი. ამ ხალხზე თავდასხმა ნამდვილად მიშას წინააღმდეგ მუშაობაა. აი, ლუსტრაცია ახლა შეგიძლიათ იხილოთ აცადეთ პრეზიდენტის გადარჩენა მის ინტერესების და უფლებების დამცველებს.p.s. ზოგიერთი თითქმის ყველა პარტია გამოვლილი, სქრინშოტებით მორბენალი, ”სიის მოტრფიალე” და ინტრიგანი ეგზემპლარების თვითგადარჩენის ინსტიქტზე არც კი ღირს საუბარი.