ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“სინამდვილეში როგორ არ არის?! მიშა არ აკეთებს განცხადებებს “ქართული ოცნებისთვის” და ეს, ყველაზე კარგად იცის “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ლიდერმა. ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა. ბევრი მიზეზის გამო (რაზეც ცოტა მერე საჯაროდაც ვისაუბრებ) მიშა აღარ არის არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც ქართული პოლიტიკა. ბევრს საქმე გაუმარტივა, აღარ დასჭირდებათ დათვლა, ცოტა მეტჯერ ხომ არ ახსენეს.
სადაც არ უნდა იყოს, დიდხანს იცოცხლოს!” – წერს ჟურნალისტი.