პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა.
შემთხვევა 2021 წლის 4 მარტს მოხდა. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა მძინარე თანასაკნელს დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა