თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცეის ისევ გადაიდო.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა წაიკითხა პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ოქმი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს შეეთავაზა პროცესში მონაწილეობა, როგორც დარბაზში დასწრების, ისე დისტანციური გზით, მაგრამ მან უარი განაცხადა და მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მან უარი განაცხადა პროცესი მის გარეშე ჩატარდეს. “ვივა მედის” ცნობის მიხედვით, კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი მონაწილეობა პროცესში მიზანშეწონილი არაა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.
შემდეგი სხდომა პროცესზე 20 სექტემებრს, 11 საათზე ჩაინიშნა.