“ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია ევროპის მასშტაბით” | ღარიბაშვილი

“ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია ევროპის მასშტაბით” – ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე საუბრობს.

“ივნისში ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა გაგრძელდა და ეკონომიკურმა ზრდამ 7,2% შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10,5%. აღნიშნული ზრდა გამორჩეულია მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით. ფულადი გზავნილების მოცულობა საკმაოდ გაზრდილია და ივნისში 427 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წერს, – თქვა ღარიბაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share