“ახლა გადავერთოთ სერიოზულ , საგანგაშო თემაზე.ოზურგეთში მალე ალუმინის მტვრით სავსე ჰაერს ჩაისუნთქავთ. გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას. ტყვია ხომ ისედაც არის ჩვენთან და”…..ამ შინაარსის ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” ავრცელებს და საგანგაშო მდგომარეობის ამსახველ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებსაც ავრცელებს:ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის ოზურგეთში და ჰაერში დიდი რაოდენობით ტყვიის შემცველობა. ამ დროს კი ოზურგეთში, ექადიის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე,იქვეა ანასეულის წყალმომარაგებაც, მდინარე ბჟუჟი,იგეგმება ქიმიური საწარმოს ამოქმედება. კერძოდ, ალუმინის გადამამუშავებელი საწარმო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მწვანე აუნთო შ.პ.ს.”არენსა მეთალს”. სკრინინგი , სკოპინგი ჩატარდა ყოველგვარი საჯარო თუ ონლაინ განხილვების გარეშე და უცებ 28 იანვარს ბოლო ეტაპია პროექტისა-გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება). 1.ჯერ კიდევ ზაფხულში მოსახლეობის და გარემოსდამცველების დიდი პროტესტი მოჰყვა ამ პროექტის სკოპინგს,რომელიც არც ონლაინ ჩატარებულა. 2.ეს არის საჯაროობის და პროცედურების უხეში დარღვევა. 3.რა გარემოზე დაკვირვება ხალხნოო? ქიმიური საწარმო არ შეიძლება აშენდეს დასახლებულ ტერიტორიაზე.დაიწამლება ოზურგეთის,ანასეულის,ლიხაურის,მაკვანეთის მოსახლეობა,მდ.ბჟუჟი და ანასეულის წყალმომარაგება. 4.ჩვენ ამ განხილვის შესახებ ინფორმაცია ადრე მივაწოდეთ პრესას, ოზურგეთის საკრებულოს. 5. მოსახლეობაც ინფორმირებულია და კვლავ გავავრცელებთ ყველა საკითხს. ეს არის ოზურგეთის დილემა. სამინისტროს რა ენაღვლება და მითუმეტეს ინვესტორს”-წერია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 97
#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…
- 97
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ყურაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: - კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა... - რომ თავისუფლების სიდიადე შეუფასებელია. ყველაზე ღირებული ადამიანური…
- 97
ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში 10 მგელი მოკლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებაში მოქმედმა მონადირეთა ჯგუფმა გასული 2020 წლის გამნმავლობაში ნატანებში, ბაილეთში, ლაითურში, ჩალიანისა და ლეკიანის საყანე ფართობებში 10 მტაცებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგულაციების ფარგლებში მინიჭებული კვოტით ამოიღო. მტაცებლები გურიის ფერმერებსა და გლეხობას უკვე რამდენიმე წელია ავიწროებენ,…
- 96
"ცხადმა იმდენი ქვა მესროლა - ძილი გამიტყდა - გატეხილი ძილის წვრილი ნაპრალებიდან, ლოგინზე ფრთხილად დაიღვარნენ ჭრელი სიზმრები. ერთი სიზმარი იქ დაგუბდა, სადაც თავში შენზე ფიქრის კედელი იდგა - კედელმა ტანი მიუშვირა, არ გამოუშვა. და იმ სიზმრით დამესიზმრა, რომ მე ღმერთი ვარ. რომ ღმერთი ვარ და რახან ღმერთი, გადმოვჯექი ჩემი დაღლილი…