ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს ვინც გუდაურში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიაში მთავრობას ადანაშაულებს და აღნიშნულის საპირწონედ კალათბურთელ კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემთხვევა მოჰყავს:
“2020 წლის 26 იანვარს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კობი ბრაიანი კალიფორნიის შტატში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
პოლიციამ 9 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. მათ შორის იყო კობის 13 წლის ქალიშვილიც.
არავის არ დაუდანაშაულებია მთავრობა!
ჩასაფრებულობო თქვენ ხართ სვავები!
დიიიდი წერტილი.
სამარადისო დიდება ჩვენს გმირ მაშველებს და სამედიცინი პერსონალს!”- წერს ლალი მოროშკინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდა.