რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?

მეღვინეობის მთელი ისტორიის მანძილზე, ყურძნის მტევნიდან წვენის გამოსაწურად, სპეციალურ პრესებს იყენებენ და არასდროს ჭყლეტდნენ მას ფეხით. არქეოლოგიური აღმოჩენების წყალობით ვიცით, რომ ამგვარი პრესები უკვე 8000 წლის წინ არსებობდა. გარდა ამისა, ყურძნის დაწურვის პროცესი, ყველა ეტაპზე კონტროლდებოდა. ამიტომ, ღვინის დაყენებისას, მარცვლის ფეხით დაჭყლეტა, უბრალოდ მიზანშეწონილი არ იყო, თუნდაც, ჰიგიენური თვალსაზრისით.

 

მითი კი, იმის შესახებ, რომ ღვინის დაწურვისას, ყურძენს ფეხით ჭყლეტენ, საფუძვლად ამერიკული სერიალი «I Love Lucy» (მე მიყვარს ლუსი) დაედო, რომელიც ტელეეთერში 1951–1957 წლებში გადიოდა. სერიალის ერთ–ერთ ეპიზოდში, მთავარი გმირი ყურძენს ფეხით იტალიაში, ღვინის მწარმოებელთან ჭყლეტს. ჩვენს დროში კი, წვენის ფეხით გამოწურვა — პოპულარული ატრაქციონია, იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის.

 

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში და იტალიაში არიან მეწარმეები, რომლებიც თვლიან, რომ ყურძნის მექანიკით დამუშავებისას, არსებობს კურკის გაჭყლეტის რისკი, რაც ღვინო მწარე გემოს აძლევს და ამიტომ, ყურძენს ხელით ჭყლეტენ. შესაბამისად, ასე დაყენებული ღვინო, ბევრად ძვირი ღირს.

 

ძველად, შემოდგომის დღესასწაულზე, რომელიც მოსავლის დაბინავებას უკავშირდებოდა. ზეიმზე ყურძნის დაწურვის სარიტუალო ცეკვაც სრულდებოდა, რომელსაც გასათხოვარი გოგონები პირდაპირ ყურძენზე ასრულებდნენ…

 

და დღეს, თუ ამას ვინმე აკეთებს, მხოლოდ ტრადიციის და სანახაობის გამაო და არა იმიტომ, რომ ღვინო დააყენოს.

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share