ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.
ვაშაძის თქმით, სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდ ისტორიის დასასრული იქნება.
_ ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ქართული პოლიტიკისთვის, საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი. როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმე ბიოლოგიურ ორგანიზმს და რა სისულელესაც არ უნდა აბრალებდნენ მას.
ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმაზე რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად იქნას გადაყვანილი რომელიმე დასავლურ, მრავალპროფილურ კლინიკაში, _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.