საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ისევ მძიმეა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ის საკვებს ვერ იღებს და თავს სუსტად გრძნობს.
”ცუდად არის, ცუდად გრძნობს თავს, გადაიყვანეს გადასხმებიდან რამდენიმე დღეა აბებით მკურნალობაზე. როგორც ჩანს, ამ აბებს ორგანიზმი ცუდად იღებს და შესაბამისად აქვს სხვადასხვა სიმპტომები. საკვებს ვერ იღებს და არის მოტეხილ მდგომარეობაში…
დღეს იწყება ჩვენი მხრიდან სამართლებრივი პროცედურები ამ ექსპერტების ჩამოსაყვანად და ნებართვების ასაღებად. იმედია არ გააჯანჯლებენ, ექსპერტები ჩამოდიან, ისინი არ არიან პოლიტიკოსები,” – ამბობს ხაჭაპურიძე.