აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ფიზიკოსი და ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე, აშშ-ში შექმნილ ვითარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
„ასე სახიფათოდ დაპირისპირებული ამერიკელი ხალხი ალბათ არასდროს ყოფილა. ერთი შეხედვით საერთო მტერმა, ვირუსის სახით, კონსოლიდაციის მაგივრად კიდევ უფრო გაგვხლიჩა და დაგვყო.
ანტივაქსერული მოძრაობაც, ზუსტად, ამ მთავარ იდეას ემსახურება – დაიჯერე ნებისმიერი იგავი, თუ ის დაპირისპირებას შეუწყობს ხელს – ფაქტია, რომ ჩვენზე უკეთ ახერხებენ „ამბის“ ხალხამდე მიტანას.
მინდა იმედი დავიტოვო, რომ ჩემი ქვეყანა და ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ და რომელსაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ, მოახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას…
შობას გილოცავთ!“ – წერს მაჩაიძე.