ავსტრალიელმა ხელოვანმა მეთიუ გრიფინმა მაკდონალდსის ჩიზბურგერიდან კიტრის მწნილის ნაჭერი ამოიღო და ჭერზე ბურგერის სოუსით მიაწება. ნამუშევარს “კიტრის მწნილი” ჰქვია და $6 200 ღირს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„კიტრის მწნილი” ახალ ზელანდიაში, მაიკლ ლეტის გალერეაშია გამოფენილი.
ის სიდნეის ხელოვნების მუზეუმიდან ჩამოიტანეს. სიდნეის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, რაიან მურის თქმით,ნამუშევარი კითხვას სვამს, თუ რა მიიჩნევა დღევანდელ საზოგადოებაში ხელოვნებად.