სად გამოთქვა ოჯახმა მამუკა ონაშვილის დაკრძალვის სურვილი

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მამუკა ონაშვილის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით, განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ოჯახის სურვილით, მომღერალს 4 აგვისტოს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება.

მანამდე გავრცელებული ცნობით, მამუკა ონაშვილის დაკრძალვა მეგობრებს ზურა დოიჯაშვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე სურდათ.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share