„წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი“ – პატრიარქის სამძიმრის წერილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხე მღვდელმთავარს ვემშვიდობებით; ამჟამად, – მის ყოვლადუსამღვდელოესობა დამიანეს (ხუფენია). იგი ზრუნვას არ აკლებდა სამწყსოს მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული. მისი ამქვეყნიდან გასვლა კი ღმერთმა უფრო ადრე ინება. წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი, რომელიც საერო თუ სასულიერო ცხოვრების პერიოდში ყოველთვის იყო სამშობლოს ერთგულ დამცველთა რიგებში. აღვავლენთ ლოცვებს მეუფე დამიანეს უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო მის თანამოძმეთ, ახლობლებს და სამთავისისა და კასპის ეპარქიას მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ავატოავაარიისას გარდაცვლილ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსს დამიანე ხუფენიას, დღეს სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. მანამდე კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მეუფე დამიანე 30 ივლისს სოფელ ლოჭინთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share