საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში მიმდინარე კვირიდან უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
ცენტრი “ემპათია” ჯანდაცვის სამინისტროს, ამერიკელი სპეციალისტებისთვის ნებართვის მისაღებად, შესაბამის დოკუმენტაციას დღეს წარუდგენს. სწორედ ამ მრავალპროფილური ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული მესამე პრეზიდენტისთვის სარჩელის გადავადების ან შეჩერების საკითხი.
“ჯობია, დაჩქარდეს და სწრაფად მოხდეს ყველაფერი. დამოკიდებული ვიქნებით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოზე. ფსიქიატრთან დაკავშირებით იქნება შეტანილი ჯანდაცვის სამინისტროში რეკომენდაციის წერილი და შეჯერებული დასკვნა იქნება დასრულებული მას შემდეგ, რაც ამერიკელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. კომუნიკაცია უკვე დაწყებულია ამერიკის მხარესთან და გადაგზავნილია ყველა ჩვენი დასკვნა”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.