“მისი ბავშვობის წლების მერე არ მქონია ფუფუნება, რომ მის გვერდით ამდენ ხანს ვმჯდარიყავი”-გიული ალასანია

მისი ბავშვობის წლების მერე არ მქონია ფუფუნება, რომ მის გვერდით ამდენ ხანს ვმჯდარიყავი, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე ყოველდღე შევდივარ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილთან. ყველაფერს აქვს დადებითი მხარე და ჩემთვის ეს დადებითი ის არის, რომ მისი ბავშვობის წლების შემდეგ არ მქონია ასეთი ფუფუნება, რომ მის გვერდზე ვმჯდარიყავი ერთი საათი და მელაპარაკა რაღაცაზე, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა არ არის. რაღაცა ჩვენი თემები გვაქვს. მე ამით ვარ ძალიან კმაყოფილი. ერთი საათი მაჩერებენ ხოლმე იქ, მაგრამ მანამ შევალ ცდა მიწევს ხან 1 საათი, ხან საათნახევარი. არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ დაბრკოლების გადალახვა მიხდება ხოლმე. მერე შევდივარ და მაქვს ბედნიერება მის გვერდით ვიყო, თითქოს ისევ პატარაა, როდესაც მის გვერდით ვიჯექი ხოლმე, დავუშვათ ავად იყო, მე მის გვერდით ვიჯექი და წიგნს ვუკითხავდი. ეს კარგი მხარეა, მაგრამ ბევრად მეტია ცუდი მხარე,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share