საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა, – ამის შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობა ავრცელებს.

საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.

თუმცა, როგორც საფრანგეთის შინაგან სამინისტროში განაცხადეს, მთავრობას შეუძლია, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს. კერძოდ, არაუმეტეს ორი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

ipress.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share