24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 768 ტანკი, 4 014 ჯავშანტექნიკა, 936 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 739 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 914 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 82 ერთეული სპეცტექნიკა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share