უკრაინის ხელისუფლება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მარცვლეულით მხოლოდ 3 საზღვაო ხომალდს დატვირთავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრ კუბრაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ამ საცდელ რეჟიმში მარშრუტების უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტმა შესაძლოა, მიაღწიოს 3 მილიონ ტონას თვეში, 4-6 თვის შემდეგ.
ცნობისთვის, სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა.
bpn.ge