“ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში”-აცხადებს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია “ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში და ზოგადად ქართველ ამომრჩევლის მოლოდინზეც ამახვილებს ყურადღებას:
“ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ცუდია და მისასალმებელია, თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა. გარწმუნებთ, ერთპარტიული პარლამენტის პატრონი სახელმწიფო თავისი ხელისუფლებით, ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი ხვალვე რომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ ეღირსება არა თუ ხელისუფლებაში ყოფნის ამ ვადაში, არამედ არც ერთ შემდგომ ვადაში. ამიტომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასთან ჭიდაობა, ხელების და არა მარტო ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, მოტყუება და სხვა უზნეო და დაუშვებელი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საკუთარი პრობლემების მორევიდან გამოაღწევენ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და სათანადო ქმედითი ზომების მიღებას დაიწყებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ყველას უარესის მოლოდინი სწორედ იმიტომ აქვს, რომ ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ეიმედება, როგორც კრიზისის დამძლევი და ნაკლები დანაკარგებით სამშვიდობოს გამყვანი, უფრო პირიქით. სიტუაცია შეიძლება განსაკუთრებით იმის გამო დამძიმდეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაზე არასწორი და შეუფერებელი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არსებობს. მგონი, მთელ ქვეყანას პირი აქვს შეკრული და საყოველთაო შეთანხმებაა საქართველოში, რომ ეს ხელისუფლება სიკეთეს არ მოგვიტანს”-აცხადებს მუხაშავრია
მსგავსი სტატიები
- 99
ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
- 99
არასამთავრობო ორგანიზაციები საია და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა. „ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა იმიტომ, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს აქტი არის უკანონო, ის გამოიცა ფაქტობრივ…
- 99
ბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
- 99
ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…