დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. 24-31 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი და დადასტურდა 11 802 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 10 233 ადამიანი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 15.47%. ქვეყანაში 12 703 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 698 020 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 668 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 869.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, “ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო”, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.