საფრანგეთში დაკავებული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა და თავშესაფარს ითხოვდა – დაკავებული 60 წლის მამაკაცი გასულ ორშაბათს, საფრანგეთის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში, ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვას ითხოვდა. სწორედ ამ დროს წარუდგინა მან ყალბი უკრაინული პასპორტი ფრანგ საჯარო მოხელეებს.
თუმცა, ადგილობრივი პრეფექტურის თანამშრომლებმა ყალბი პასპორტის ამოცნობა მალევე შეძლეს.
ინფორმაციას რუსათავი 2 ფრანგული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.