ბიძინა ივანშვილის დეიდაშვილი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ – საქალაქო სასამარათლოში ანტიკორუფციული სააგენტოს წინააღმდეგ ოლიგარქის დეიდაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
მამაცაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქოლ-ცენტრებთან შეხება არ აქვს და ეს გამოგონილი ბრალდებაა. მამაცაშილი არასამთავრობო ორგანიზაციას მორალური ზიანისთვის 150 ათას ლარს თხოვს.
ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა სასამართლო დავას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს:
„ეს სამოქალაქო დავა არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც წამოიწყო ოლიგარქიულმა რეჟიმმა და ამ პროცესში სასამართლო, როგორც ინსტრუმენტი არის გამოყენებული და გოჩა დიდავა არ გვიკკმაყოფილებს არც ერთ მნიშვნელოვან შუამდგომლობას. უნდა გამოიკითხოს ბატონი ბალანჩივაძე და კარიჭაშვილი, რომელიც არის მამაცაშვილის მოწმე, რომელსაც უდნა დაედასტურებინა ის სულიერი ტკივილი, რომელიც განიცადა უჩა მამაცაშვილმა. თუმცა მხარემ უარი განაცხადა კარიჭაშვილის გამოკითხვაზე გაუგებარი მიზეზით“ – ამბობს ფარულავა.
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი საქმის არსებით განხილვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოწმეები დღეს არ გამოიკითხებიან, რადგან ვატანგ კარიჭაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება.
„გავეცნობით საქმეში არსებულ მტრკიცებულებებს, ასევე ვიდეო მასალებს და შესაძლოა ამით დასრულდეს ეს სასამართლო განხილვა. მთავარი არის ის, რომ ამდენი პორცესი ჩატარდა და ყველა პროცესზე დამტკიცდა, რომ მთელი ეს ორკესტრირებული კამპანია ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ ემსახურებოდა უჩა მამაცაშვილის პატივის და ღირსების შელახვას. ეს არის ის 7 სიუჟეტი, რომელშიც ცილისწამება იქნა გაჟღერებული და ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს“. – ამბობს ადვოკატი.