”დაგიპყრობს..სამშობლოს ოცდაათ ვერცხლად დაგათმობინებს..ენას შეგიბილწავს, ეკლესიებს გაგიუქმებს”

”ჯერ დაგიპყრობს.
მერე მასზე დიდი ისტორიის და კულტურის მქონეს…ისტორიას დაგიმახინჯებს, ენას შეგიბილწავს, ეკლესიებს გაგიუქმებს, გაგძარცვავს…
აჯანყებებს სისხლში ჩაგიქრობს,
ნაწილს ჩინ-მედლებით გადაიბირებს,
სამშობლოს ოცდაათ ვერცხლად დაგათმობინებს…
მერე შეგაჩვევს რომ ბებერი ერი ხარ!
“დათვმა თუ მოგერიოს, ბაბაია დაუძახე”!
დაგაცალკავებს, ერთმანეთს დაგაჭმევინებს, ეჭვს დათესავს…შეგაგუებს, შეგაპარებს, დაგამონებს…
ხოდა იძახეთ აწე-
“ფიე საქართველოს ყოლია ვასლები,
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები…”
არა, მეთერთმეტე არმიას თბილისის მისადგომებთან ვერ დაინახავთ…
შემოსულია კარგა ხანია…
ოკუპანტის გამოზრდილი თვისტომნი აქ არიან..
“ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო..”
იყო დიდი არსით, მიზნით, იდეით.
დღეს ვინ ვართ? ან საით მივდივართ? რას ვუკეთებთ ქვეყანას?
ვინც შეიძლება დაგვეხმაროს გადარჩენაში, ისტორიული მნიშვნელობის დაბრუნებაში- მტრად ვიკიდებთ და მტერს ქედს ვუხრით.
ზოგი იმით დაიღალა უკრაინას რატომ ვუჭერთ მხარსო…
აბა რა უნდა ვქნათ? იმპერიის ჩამოქცევა იქ დაიწყო.
ჩვენ რუჯი მივიღოთ, დავისვენოთ, პოსტებით ფუტი გამოვუშვათ და ქვეყანაც გადარჩება ხოომ?
შეგაჩვევს, დაგყოფს , გაგტეხს…
ცისმარე დღეს გახსოვდეს-
რუსეთიოკუპანტია!”
ირმა გორდელაძე – სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share