„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი 2021 წელს შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებს პროგნოზირებს და სოციალურ ქსელში წერს:
„პოლიტიკური პროგნოზების კეთება საქართველოში ისედაც უმადური საქმეა და მით უმეტეს ახლა,როცა სიტუაცია იმდენად არეულია (და არა მარტო ჩვენთან), რომ რა მოხდება კაცმა არ იცის. სამაგიეროდ, ვფიქრობ, ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა არ მოხდება 2021 წელს.
კერძოდ:
· ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.
· რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.
· ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება.
· ამერიკის ელჩს არ გამოცვლიან.
· გაზაფხულზე მასობრივი აქციები არ იქნება.
· ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს, სავარაუდოდ არც ბოიკოტის მონაწილე სხვა ოპოზიციური პარტიები.
· მელაშვილს და ილიჩოვას არ გამოუშვებენ.
· ბოიკოტის გამო პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონს ხელისუფლება არ მიიღებს, უფრო სწორად, ვერ.
· ხელისუფლება ასევე ვერ მიიღებს სააკაშვილის ამკრძალავ კანონს.
· მთავარ არხზე არ ივლიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო იმედზე ოპოზიციის.
· ბაჩო და გური შალვა რამიშვილს არ დაუპირისპირდებიან.
· მიშა არ მოისვენებს, უფრო სწორად, ვერ.
· კობახიძესაც არაფერი ეშველება.
ერთადერთი კორონა დარჩება ისევ ჩვენთან და არსად არ წავა.
მოკლედ, შობას გილოცავთ
და კი არ ვიცი რანაირად, მაგრამ მაინც ვისურვებდი ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს.“