“ცხვირწინ რომ საზღვარს გადმოგიწევენ და ამაზე ხმას არ ამოიღებ, ამას სიფრთხილე ჰქვია თუ სიმხდალე და ლაჩრობა?” – ბურჯანაძე

”რა არის ფრთხილი პოლიტიკა? ცხვირწინ რომ საზღვარს გადმოგიწევენ და ამაზე ხმას არ ამოიღებ, ამას სიფრთხილე ჰქვია თუ  ამას სიმხდალე და ლაჩრობა ჰქვია?! როდესაც შენი ქვეყნის ინტერესები აბსოლუტურად ილახება და ამაზე ხმას არ იღებ – ამას სიფრთხილე ჰქვია?!ხელისუფლებას ერთ რამეში დავეთანხმები, რომ, რა თქმა უნდა, ვისაც არ უნდა ეთხოვა, თუკი ასეთი მოთხოვნები იყო, საქართველოს მეორე ფრონტი არ უნდა გაეხსნა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის ინტერესები შენ პირველ ადგილზე უნდა დააყენო და რაც არ უნდა მეგობარი გთხოვდეს, ან რაც არ უნდა გაჭირვებაში იყოს მეგობარი, თანაუგრძნობ, მაგრამ საკუთარ ქვეყანას ვერ გადააყოლებ, მაგრამ ეს არის სპეკულაციები.”

ამის შესახებ  „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share