“არ მჯერა, რომ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს“

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას, რომ მავანნი “ნაციონალებში” განხეთქილების შეტანას ცდილობენ. “როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი… ნუ გავხდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას”, – ნათქვამია ნიკა მელიას წერილში. რა პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ახლა “ნაცმოძრაობაში” და ნამდვილად აღარ არის თუ არა სააკაშვილის ინტერესის საგანი ქართული პოლიტიკა, ამის შესახებ ხათუნა ხოფერია ”კვირის პალიტრასთან” :

“ნაცმოძრაობა” აღარ არსებობს. რაც მალე გაითავისებენ ამას, მით უკეთესი. 3 ივლისს “ნაციონალებმა” დაასრულეს არსებობა. სააკაშვილი, როგორც ლიდერი, აღარ განიხილება. “ნაციონალების” მხარდამჭერთა 99% სააკაშვილის ფანი იყო. დღეს ეს პოლიტიკური ძალა მელიასა და ცისკარიშვილის ამარაა დარჩენილი, რომლებიც ტყუილად დარბიან ამერიკაში და ვიღაცებს რაღაცებს სთხოვენ. მოვიდა დრო, დავასრულოთ “ნაცმოძრაობასა” და მიშაზე საუბარი. მიშა იქ არის, სადაც უნდა იყოს.

სააკაშვილს მას დაემართა ის, რაც ხშირად ემართებათ არა მარტო პოლიტიკოსებს, არამედ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც – შექმნა თავისი ვირტუალური სამყარო და იქ ცხოვრობს, სხვა რეალობას არ აღიარებს. ალბათ, გახსოვთ მისი დიაგნოზი, ქალბატონი გიულიც ამბობდა, რომ ადაპტირებას ვერ ახდენს. მიშა დღესვე რომ გამოუშვა ციხიდან და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაუშვა, ვერსად ვერ მოახერხებს ადაპტირებას. იმიტომ, რომ თავისივე ვირტუალური სამყაროს ტყვეა, სადაც ის პრეზიდენტიც არის, გმირიც და ქვეყნის აღმშენებელიც.” – აცხადებს ხოფეროა.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share