”ფრიადოსანს ქულა აკლდებოდა, ფულიანი მამიკოს შვილები კი პირველივე წელს ეწყობოდნენ..ეს შეცვალა მიშამ”

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა  ჩაბარებული  გა­მოც­დების შედეგებს იგებენ. ამ ფაქტს ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ირმა მგელაძე და სოციალურ ქსელში მისაღები გამოცდების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ წერს:

”წამოვიდა აბიტურიენტების ქულები და რამდენი ემოცია და მოლოდინი ახლავს ამ პროცესს…

წარმოიდგინეთ ბავშვებო, ამ დროს ველოდით ჩვენც, თუმცა აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ზოგ ფრიადოსანს თითო ქულა აკლდებოდა, ხოლო ჩვენს გვერდით, მუდმივად “რადიატორთან მჯდომი”, მაგრამ ფულიანი მამიკოების შვილები სულ ახერხებდნენ პირველივე წელს მოწყობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლებლის მისაღები კომისიის წევრები მანქანებს და აგარაკებს ყიდულობდნენ… აი ეს შეცვალა მიშამ!

ბუნებრივია, უამრავი პროფესორ-მასწავლებელი გადაეკიდა ამ რეფორმის გამო. მარტო ეს ერთი რეფორმა ეყოფოდა მის ერთ პრეზიდენტობას, მაგრამ ვის ახსოვს?
მე მთელი ცხოვრება ვიქნები თუნდაც მარტო ამ რევოლუციური რეფორმისთვის თქვენი მადლიერი, რაც ჯერ ვერ დაანგრიეს.
მადლობა ბატონო პრეზიდენტო, Mikheil Saakashvili და ბოდიში იმისთვის,რა გზასაც ახლა გადიხართ,თუმცა ილია ხომ საერთოდ მოვკალით, ჩვენ, ქართველებმა?!
ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე თქვენ! ქართველებმა ყველა დიდი ადამიანი გავწირეთ, ეს ხომ თვალნათელია, მაგრამ თქვენ გადარჩებით და ისევ იბრძოლებთ თქვენი იდეებისთვის, ამის გულწრფელად მჯერა” – წერს ირმა მგელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share