საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც მისმა დედამ, გიული ალასანიამ აღნიშნა, აუცილებელია საქმის იურიდიული მხარე გადაიდოს და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ადეკვატურად იმკურნალოს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ უფრო სწორი იქნება, თუ უკრაინას დაუბრუნდება.
“ძალიან არ მომეწონა. მთელი დღის პირველი ნახევარი გული ერეოდა და ლუკმა არ ჩაუდია. ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ. თუ მოხდება ყველაფერი ისე, როგორც მე წარმომიდგენია ყველაზე უკეთეს ვარიანტში, მაშინ ალბათ საბოლოოდ… იცით რაშია საქმე, ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის”, – ამბობს გიული ალასანია.