2 აგვისტოს ღამეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, VKontakte-ში საბჭოთა კავშირის აღდგენაზე დაპოსტა. მედვედევის პოსტი დადებიდან 10 წუთში წაიშალა. თუმცა სქრინშოტები საკუთარ ტელეგრამ არხზე პოლიტიკოსმა და ტელეწამყვანმა, ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა.
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას აზრით, მედვედევმა კრემლის ზრახვები გააჟღერა.
“როგორ ხმაშეწყობილად ჟღარუნებენ კრემლისა და შუშის სასახლის ზანზალაკები.
მედვედევის პოსტი რეალურ მიზნებს წარმოადგენს იმ იპერიალისტური ზრახვებისა, რომლის განხორციელებაც კრემლს დაწყებული აქვთ.
საქართველოში შესაბამისი მძლავრი საოკუპაციო დასაყრდენი შექმნილი აქვთ; ოლიგარქის ხელისუფლება, საპატრიარქო (დიდი ნაწილი), პარტიები, ტელევიზიები, გავლენის ჯგუფები და პერსონები.
უკრაინის ომმა, საქართველოში მთლიანად გააშიშვლა მოღალატეთა მთელი კოჰორტა”, – აღნიშნავს გიორგი გუგავა.