“ენმ”-ის დეპუტაციამ, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნა დატოვა.
სხდომის დატოვების მიზეზი, ოპოზიციური დეპუტატის, რაინდი დუმბაძისათვის სიტყვის უფლების არმიცემა გახდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, რაინდი დუმბაძეს განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა, რის გამოც, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც სხდომის დატოვების შემდეგ რაინდი დუმბაძემ “გურიის მოამბეს” უთხრა, მას განცხადების გაკეთება ნარუჯაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სურდა, თუმცა მას ამისი საშუალება არ მიეცა.