“რუსეთიდან ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან… სტაბილურობა და თავისუფლება სურთ” – პაპუაშვილი რუსებზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლას ეხმაურება.

“იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში, შემოსვლის კუთხით, არც ვიზებთან დაკავშირებით. არაფერი არ შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. იცით, რომ უბრალოდ ეხლა 20 და 21 წლის აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია იმიტომ რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში.

რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვინც ამ კამპანიას, და ეს ხომ ახალი არ არის, მარტში იყო ეს კამპანია და გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს.

მითუმეტეს, რომ ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, თუ მაგალითად, თუკი ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ეს არის ძირითადად გახლავან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად არიან IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან… ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის”, – ამბობს პაპუაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share