დღეს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამცდების უცხო ენის შედეგები გამოაქვეყნა.
ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი რატიანმა უცხო ენის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულიდან 79 აიღო – ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
გიორგი სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას ილიას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამირებაზე აპირებს.