სიყვარულის ხელოვნება გამოგონილი არ არის,ის ნამდვილად არსებობს. რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ სიცოცხლის ბოლომდე ამ გრძნობის შენარჩუნებაში:
=თქვენი სამყარო საიდუმლოებად აქციეთ. მამაკაცი მანამდე ინარჩუნებს რომანტიკულ სახეს, სანამ თქვენ არ გაგიცნობთ ბოლომდე.
=ნუ ჩაუძვრებით სულში. ყოვლისმცოდნე ქალი კაცს აღიზიანებს.
=ნაკლები ილაპარაკეთ ყოფით პრობლემებზე. მათ უყვართ არა მეწვრილმანე, არამედ არაამქვეყნიური ქალები. სიყვარულის უმთავრესი მტერი წვრილმანებზე საუბარია. ფსიქოლოგიური გამოკვლევებით, ფულზე, ნათესავებსა და სხვა პრობლემებზე ლაპარაკი შედეგს არ იძლევა.
=წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღით დაშორდით. შორიდან ყოველთვის უფრო სასურველი ხართ.
=მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარეგნობას. მამაკაცებს უყვართ ყველაფერი ლამაზი.