“ენმ”-ის დეპუტაციამ, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნა დატოვა.
სხდომის დატოვების მიზეზი, ოპოზიციური დეპუტატის, რაინდი დუმბაძისათვის სიტყვის უფლების არმიცემა გახდა.
როგორც სხდომის დატოვების შემდეგ რაინდი დუმბაძემ “გურიის მოამბეს” უთხრა, მას განცხადების გაკეთება ნარუჯაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სურდა, თუმცა მას ამისი საშუალება არ მიეცა.
რაინდი დუმბაძე დღეს მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”დღესდღეობით ოზურგეთში არსებულ კ(ონკრეტულად ნარუჯა -ლაითურში) ინფრასტრუქტურულ პრობლემებს არამარტო ყურადღებას არ აქცევენ და არ ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, არამედ აღნიშნული პრობლემის გასაჯაროებაც პრობლემაა ოზურგეთის საკრებულოსთვის.
ოზურგეთის საკრებულოს ”ქართული ოცნების” დეპუტაციას აღიზიანებს ის ფაქტი რომ, ნარუჯ- ლაითურის შიდაგზების მოუწესრიგებლობა გასაჯააროებულიყო!! მათ არ უნდათ აღიარონ, რომ აღნიშნული ორი დაბის მოსახლეობა მრავალგზის მოატყუეს წინა საარჩევნო პერიოდებში!!
მიუხედავად იმისა რომ, გასული 10 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები მოიგეს და მათი მთავარი დაპირებაც შიდაგზების მოწესრიგება იყო, დღეს უბრალოდ, ამ ორი დაბის მოსახლოება მოტყუებულია!!
როგორც არ უნდა შემიშალოს ხელი ხელისუფლებამ, მე ჩემი სამაჟოროს პრობლემებზე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ ნარუჯლლებისა და ლაითურელების პრობლემების გადასაჭრელად და ამისთვის ყველა ბერკეტს გამოვიყენებ.” – წერს დუმბაძე.