ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 3 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე და სენაკის მუნიციპალიტეტში სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე სპექტაკლ ,,დედაომს“ ითამაშებს, რითაც 154-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.
2-8 აგვისტოს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები რეგიონული თეატრების მერვე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებენ.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი სენაკის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს სპექტაკლს ,,დედაომი“. ნიშანდობლივია, რომ წლევანდელ ფესტივალში წარმოდგენილი სპექტაკლები ომის თემატიკით გაერთიანდება, რომლის სლოგანიც გახლავთ „არა ომს!“
ფესტივალი 2 აგვისტოს სენაკის თეატრში გაიხსნა, ხოლო 8 აგვისტოს ფოთის თეატრში დაიხურება.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს ქალაქ ფოთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’(დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). მხარდამჭერები: ფოთის სახელმწიფო თეატრი, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიები.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინელი ჭანკვეტაძე;
დირექტორი- თენგიზ ხუხია.