ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.
“ისე, რა დაუნდობელია ივანიშვილი. ეგ რომ ახევს სახეს თავისიანებს, ასე ვერავინ. ღარიბაშვილს გრძელი წერილი გააგზავნინა ურსულასთან, ვის აკადრეთ არაფორმალური მმართველობა, მე ვარ ამ ქვეყნის მმართველიო და თან პარალელურად კამპანია ააგორა, მერე თვითონვე თქვა, რომ ამ ქვეყნის ბედ–იღბლის გადასაწყვეტად მას ელაპარაკებიან დასავლეთიდან და ეგ არის სინამდვილეში უფროსი. არც მტრად რომ არ ვარგა და არც მოყვარედ ისეთი კაცია ეგ. გაითვალისწინეთ მაინც ყველამ, ვინც მონურად ემსახურებით. ბატონადაც არ ვარგა”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.