”როგორ გითხრა, სავიზო რეჟიმიი… ჩვენ გვაქვს ასეთი რამ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ანუ არასასურველი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიწაზე არ უნდა ხვდებოდნენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ დარღვეული ჩვენი ქვეყნის შიდაგანაწესი და დანარჩენებს რატომ უნდა შეეხოთ, არ ვიცი. ტურისტი დროებითი მოვლენაა, შემოვა წავა, შემოვა წავა, ასე გადამფრენი ფრინველებიც არიან, ამას ვერ აკრძალავ, მთავარია უსაფრთხოება იყოს დაცული” –
ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ კითხვას უნდა დაუწესდეთ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი.
metronome.ge