ივანიშვილის გვარი ამდენჯერ რატომ ხმოვანდება?… ქვეცნობიერი კომპლექსი და შიში აქვთ – მდინარაძე

”ივანიშვილის გვარი ამდენჯერ რატომ ხმოვანდება? ადამიანის, რომელიც რეალურად პოლიტიკაში არ არის. იმიტომ, რომ ერთი – ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ. ქვეცნობიერი კომპლექსური რაღაც შიში, ოღონდ კომპლექსი და შიში ცალ-ცალკე ვთქვათ, იმიტომ რომ ორივე აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სადაც ეს ადამიანი ჩართული იყო, ისინი ყველგან დაამარცხა. იმ მავნე პრაქტიკისა თუ წარსულის დამარცხება, რაც საქართველოში იყო, სწორედ ამ ადამიანის ანგარიშზეა.

და მეორე – დღეს რაღაც სალაპარაკო ხო უნდა ჰქონდეთ. მაშინ, როდესაც კონკრეტული ძალები არსებობენ, მათ შორის, თუნდაც დასავლეთში, რომლებიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოაბრუნონ, დააშანტაჟონ და გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. თუ რა, თქვენთვის, ალბათ, ცნობილია. მაგრამ, როცა ეს ადამიანი ამას არ აკეთებს და ის პოლიტიკისგან დისტანცირებულია, პიარის საფუძვლად სჭირდებათ, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ებრძოლონ, რომ თითქოს არ გასულა. და მეორე, დააშანტაჟონ და იმ საერთო შანტაჟის სქემაში ესენი ჩაერთონ “წარმატებულად”.

– ამბობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share