ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები. მოქალაქეებისთვის სამომხმარებლო სესეხები ფაქტობრივად მიუწვდომელი ხდება. გვენეტაძის უწყებამ ახალი ვადები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები სესხებს სამ წელზე მეტი პერიოდით ვეღარ გასცემენ.
შესაბამისად გაზრდილი ყოველთვიური გადასახადი მომხმარებელთა მხოლოდ მცირე რააოდენობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიზეზი ის სტატისტიკაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურბს რამდენად მძიმეა ქვეყანაში სოციალური კრიზისი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ბანკს სესხის ასაღებად მიმართავს.