შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა. ოჯახური ტრაგედია ცოტა ხნის წინ, სოფელ ლეწურწუმეში დატრიალდა. შელაპარაკების ნიადაგზე, ნიკოლოზ წურწუმიამ მამა, 65 წლის კოტე წურწუმია სამზარეულოს დანით მოკლა. კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამის შემდეგ თავად ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა დროულად შეძლეს და ამჟამად, მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, როგორც ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, მამა-შვილი ხშირად სვამდნენ და მათ შორის კონფლიქტი სიმთვრალის ნიადაგზეც ხშირი იყო. დღევანდელი ტრაგედიაც სწორედ სუფრაზე დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. მოკლული კაცის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, გამოძიება კი შსს-მ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share