უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა – ზელენსკი

“ამ დღეებში ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვა გეორგაფიულ ადგილებში არსებული კონფლიქტური სიტუაციებისა და საფრთხეების შესახებ. ბალკანეთი, ტაივანი, ახლა შეიძლება კავკასია…

ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, კერძოდ: უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. მას რომ ემუშავა, ყველა ეს კონფლიქტი არ იქნებოდა”.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share