გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ლიტერატურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველად შედეგებს ლიტერატურაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების მაქსიმალური ქულებია 70, ხოლო სამოქალაქო განათლების – 60. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (ლიტერატურა – 18 ქულა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 18 ქულა; სამოქალაქო განათლება – 16 ქულა). სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.